ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლიმპიური ჩირაღდანი ლოს-ანჯელესმა გადაიბარა - ბილი აილიშმა Birds of Feather შეასრულა (ვიდეო)

11 აგვისტოს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა დასრულდა. დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: როკ ჯგუფმა Red Hot Chilli Peppers, პოპ დივა ბილი აილიშმა, რეპერებმა Snoop Dogg და Dr.Dre.

შემდეგი ოლიმპიადა, 2028 წლის ზაფხულში აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა კალიფორნიელმა არტისტებმაც მიიღეს.

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სანაპიროდან ცერემონიაში პირველი როკ ბენდი Red Hot Chilli Peppers ჩაერთო და ჰიტი Can't Stop შეასრულა. RHCP-მ სცენა პოპ შემსრულებელ ბილი აილიშს დაუთმო, რომელმაც სიმღერა Birds of Feather შეასრულა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.