არქივი3 მარტი, 2024, 00:47
ოდესა - კორპუსის ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს
ოდესაში, მდებარე მაღალსართულიან კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს დედისა და მისი 3 თვის ჩვილის ცხედრები.
„ტკივილი, რომლის აღწერაც შეუძლებელია... ვაგრძელებთ მუშაობას“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესას „შახიდის“ დრონებით 2 მარტის ღამეს შეუტიეს, რამაც შენობის ნაწილის ნგრევა გამოიწვია. მაშველები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.