ოდესასა და ნიკოლაევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

დღეს დილით, ს სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებზე. საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევა დროებით ოკუპირებული დან განხორციელდა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებულია ენერგოობიექტი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური საწარმო და რამდენიმე კერძო სახლი. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა ორი ადამიანი.
ენერგოობიექტზე დარტყმა იყო ნიკოლაევის ოლქშიც. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ოჩაკოვს.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთს საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 17 დრონი და 2 ფრთოსანი და 1 ბალისტიკური რაკეტა. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში 14 დრონი ჩამოაგდეს.
გამოცემა Financial Times-ი 9 აპრილს წერდა, რომ რუსეთმა შეცვალა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევის ტაქტიკა და ელექტროქვესადგურებს მაღალი სიზუსტის რაკეტებით ურტყამს ნაკლებად დაცულ რაიონებში, ვიდრე მაგალითად, დედაქალაქი ა. გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი განადგურებული ობიექტის აღდგენა შესაძლოა, მომავალი ზამთრისთვისაც ვერ მოესწროს.