“ნუ მოყვებიან ზღაპრებს, რომ ტერაქტი არსაიდან მოხდა – ეს ინფორმაცია სირიული ჯგუფისგან მიიღეს”– ბუდანოვი

სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთს ინფორმაცია ტერაქტის მომზადების შესახებ წინასწარ გააჩნდა.
“სულ მცირე, 2024 წლის 15 თებერვლიდან რუსეთმა იცოდა [ტერაქტის] მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ეს ინფორმაცია მათ დაზვერვის სამმართველოს სირიული ჯგუფისგან მიიღეს. სწორედ იქედან მიიღეს მოსკოვში. ნუ მოყვებიან ზღაპრებს, რომ ეს ყველაფერი არსაიდან მოხდა.
რატომ დაუშვეს, რომ ეს მომხდარიყო – რამდენიმე ვარიანტია. პირველი, ეს, როგორც მათთან ამბობენ, კოშკების (კრემლის) თამაშია, რათა ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლონ. სხვა ვარიანტია – მათ რეალურად ვერ შეაფასეს იმის მასშტაბი, რაც მოხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა უფრო ლოკალური და ყველაფრის უკრაინისთვის დაბრალება სურდათ.
“გამოჩნდა პატრუშევისა და ბორტნიკოვის ახსნები, რომლებიც პირადად მე მაბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი მ მოაწყო. ეს სისულელეა. სხვათა შორის, ამ მტკივნეულ შეკითხვას რომ შევეხოთ, მართალია მტრები არიან, მაგრამ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს არ ვამართლებ.”

ასევე დაგაინტერესებთ