ნუცა ბუზალაძის ემოციური წერილი და საოცარი გამოსვლა ევროვიზიის ლონდონის პრეფართიზე – Marao

“ჩემი ბავშვობის ფოტო, რომელიც ჩემს ძმას ჩემოდანში ედო,“ – წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს. ცოტა ხნის წინ ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ მისი ძმა, დათო, ამერიკაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მან უამრავი სამძიმრის წერილი მიიღო და თანაგრძნობისთვის საჯარო მადლობაც გადაიხადა.
ახლა ის ლონდონში, ევროვიზიის პრეფართიზე იმყოფება, სადაც მან მაყურებელს შთამბეჭდავი გამოსვლა შესთავაზა და გულშემატკივრებსაც შეხვდა.
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ “ჯორჯიის” შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“. ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის” გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ასევე დაგაინტერესებთ