ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო ნაცვალაძე: ქვეყნის ბედს თქვენ ვერასოდეს შეცვლით!

"ქვეყნის "კეთილმოსურნე" ხელისუფლებას!..
შენივე ხალხი, რომელსაც ვალდებული ხარ ემსახურო, ერთი წელია გეუბნება, გთხოვს და ითხოვს, რომ ე. წ. "რუსული კანონი " მისთვის მიუღებელია! დასავლეთი გაფრთხილებს- ევროკავშირში შესვლაზე საუბარიც ზედმეტი იქნება, თუ ამ კანონს მიიღებ!.. და მაინც არ ეშვები კანონს, რომელიც რუსეთის გარდა არავის მოსწონს!..... ერთი წლის მერე, თითქოს მოგვარებულ პრობლემას, ისევ აცოცხლებ, უგულებელყოფ ყველას და ყველაფერს!... და მიზეზი ერთია, ასიამოვნო დამკვეთს, შეფუთო, "გააპრავო" და "გააპატიოსნო" მტრის და პატრონის სურვილი და ამით "დაიმსახურო" ხელისუფლებაში ყოფნა!.. ხოდა, კითხვა მაქვს ქვეყნის "კეთილმოსურნეებთან" და მათ ხმაგაკმენდილ მომხრეებთან...
ხომ უნდა არსებობდეს რაიმე ამ ქვეყნად, რაც გაყოფილ და მტრადქცეულ ერს გააერთიანებს?! თუ საერთო სატკივარმა და პრობლემებმა არა, საერთო მტრის არსებობამ ხომ მაინც შეიძლება ეს შეგვაძლებინოს?!. და თუ მტრის შეცნობაშიც განსხვავებულია ჩვენი აზრები, იქნებ რეალობამ დაგვაყენოს ბარიკადის სწორ მხარეს, იმ რეალობამ, როცა მტერი შენი ქვეყნის მომავალს გპარავს?!.
ხომ შეიძლება, რომ პირად კეთილდღეობაზე მაღლა დადგე და არ გადაჩეხო ქვეყანა ხრამში, არ გახდე შენივე ხალხის მტერი?!.
ხომ შეიძლება პატრონ-ყმური ვალდებულებების და "ერთგულების" გამო "საშინაო დავალება" ისე მაინც შეასრულო, რომ ორმაგი თამაში არ ითამაშო, სხვას თვალში ნაცარი არ აყარო, გეყოს გაბედულება, რომ ხმამაღლა, გარკვევით დააფიქსირო შენი პოზიცია .... და თქვა, რომ არ გინდა ევროპა და გინდა რუსეთი!
და თუ ეს ყველაფერი შეუძლებელია, ის ხომ მაინც უნდა შეგეძლოს, წინ გაიხედო და იმოქმედო საკუთარი შვილის და შთამომავლობის სასიკეთოდ ?!.
ხომ შეიძლება ?!.
P.S. თქვენ რომ გიყურებთ, არ მჯერა, რომ ევროპისკენ მიმავალი ქართული ფეხბურთის წარმატება გიხარიათ.... ან ქვეყნის კანდიდატობის სტატუსმა მოგიტანათ სიხარული!..
ისე ცნობისთვის მაინც შეგახსენებთ: რაც არ უნდა იფართხალოთ, ქვეყნის ბედს თქვენ ვერასოდეს შეცვლით! ქვეყნის მომავალს, მით უფრო ჩვენნაერის, მაინც ცივილიზებული მსოფლიო და ისტორიული მომენტი გადაწყვეტს და ეს დღე აუცილებლად დადგება!.. სწორედ ეს დღე მიგიჩენთ დამსახურებულ ადგილს ქართულ ისტორიაში!...." - წერს სოციალურ ქსელში შტუტგარტის კლინიკის უფროსი ექიმი ნინო ნაცვალაძე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.