ნინო ნაცვალაძე: ისე, რამე რომ შეიცვალოს, ეს”აგენტის კანონი” და უსამართლობა თქვენს კარებსაც რომ მოადგეს, არ იკითხოთ, ვის “უხმობს ზარი”!..

“83 დეპუტატმა რომ ხელი მოაწერა ქვეყნის რუსულ მომავალს, მაინცდამაინც არ გამკვირვებია! მათ შორის გმირებს ნუ ვეძებთ!,… რაც დაავალეს, ის გააკეთეს! ამისთვის შეარჩიეს და დასვეს “იქ”, სადაც არიან!
მე სხვები მაოცებენ … მაოცებენ კი არა, უფრო სწორად მაფიქრებენ… ის ადამიანები, ზოგიც ახლობელი, ზოგი ნაცნობი და ზოგიც ფს-ის “მეგობარი”…
დალოცვილებო, ერთი კარის გამოღების და ტელეფონზე დარეკვის ნაცვლად, ფს-დან ულოცავთ და ესაუბრებით, ხშირად ეკეკლუცებით, საკუთარ შვილებს თუ ოჯახის წევრებს…  ახალი ფეხსაცმლის, სახლის ინტერიერის თუ იმიჯის შეცვლას, გვაინტერესებს თუ არა, ისევ ფს-დან გვაგებინებთ… ზოგიერთი, თვითმფრინავის რეისებს ფს-დან ” გვალაიქებინებს”…ხოდა, ახლა, ქვეყანა რომ იყიდება და გადარეულია საღ გონებაზე მყოფი ხალხი, მაშინ რატომ გიჭირთ ერთი სიტყვის დაწერა ან ერთი ფოტოს გამოდება, თუნდაც ქვეყნის მხარდაჭერისთვის, უბრალოდ, პოზიციის საჩვენებლად?! თუ ზოგიერთებმა ახლა ვერ ნახეთ მაკიაველის ან კანტის ფილოსოფიიდან, ან კოპოლას და ძეფირელის ფილმებიდან დღევანდელობის შესაფერისი ტექსტები, თქვენი ცოდნის გამოსაფენად და დემოსტრირებისთვის რომ გამოდგება? რატომ, რატომ? კალამი დაგიშრათ თუ “იმას” რომ აამოთ, იმიტომ?
თქვენც არ დაგივიწყებთ ახლობლები!… მე პირადად, ჩემთვის მინდა ვიცოდე, ვისთან მაქვს ისეთი ღირებულებითი განსხვავება, რასაც არაფერი ეშველება❗️❗️❗️
ისე, რამე რომ შეიცვალოს, ეს”აგენტის კანონი” და უსამართლობა თქვენს კარებსაც რომ მოადგეს, არ იკითხოთ , ვის “უხმობს ზარი”!..” –  წერს სოციალურ ქსელში შტუტგარტის კლინიკის უფროსი ექიმი ნინო ნაცვალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ