ნიკა მელიამ საარჩევნო ნომერი დააანონსა

მ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.
როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მისი გუნდი არჩევნებზე 4 ნომრით წარდგება. საარჩევნო ნომერი 4 მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.
მელიას თქმით, სჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში ბრძოლის, პროგრრესისა და გამარჯვების სიმბოლო გახდება.
მძლავრი ოპოზიციური ცენტრის შექმნის იდეით გამოდის კიდევ ერთი ექს-ნაციონალი , რომელისაც ამ კოალიციაში ერთად წარმოუდგენია მელიას პარტიის, „ლელოს“, „გირჩისა“ და მთელი საპარლამენტო ოპოზიციის ერთობა. გოცირიძის პროგნოზით, დიდი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ისინი ხელისუფლებას ცვლიან.
მმართველი გუნდი ამ პარტიებს ერთსახოვანს უწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რეალურად ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ