ნაპოლის ბოსის საჩუქარი ნეაპოლში დაბრუნებულ კვარაცხელიას

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ს სანაკრეობი პაუზიდან დაბრუნებას ელოდებოდა.

ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გუნდის ბოსი მზადაა კვარაცხელიას ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს და შესაფერისი ანაზღაურება გადაუხადოს.

ნეაპოლური პრესის თანახმად, კვარას ყოველწლიური ანაზღაურება 4-5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.

ლაურენტისისა და კვარაცხელიას წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება.