ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას კრძალავს და სასჯელის სახით თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
„კანონი მიზნად ისახავს ერაყის საზოგადოების დაცვას მორალური გარყვნილებისგან და ჰომოსექსუალიზმისკენ მოწოდებებისგან, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა”,- ციტირებს Reuters-ი კანონის შინაარსს.
„პროსტიტუციასა და ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლის შესახებ“კანონის თანახმად, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობა 10-იდან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება, ჰომოსექსუალობისა ან პროსტიტუციის ხელშეწყობა კი – 7 თავისუფლების წლით აღკვეთით.
კანონს მხარი, ძირითადად, კონსერვატიულმა შიიტურმა მუსლიმურმა პარტიები დაუჭირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი – ზოგიერთ ქვეყანაში ბაღში ასწავლიან, რომ გაიზრდები აირჩევ ბიჭი ხარ თუ გოგო – არ უნდა დავუშვათ, არასრულწლოვანებს ტვინი გამოულაყონ, პროპაგანდა ჩაიკეტება, სამედიცინო მანიპულაციებიც აიკრძალება

კახა კალაძე – ერთი წლის წინ, როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა – ამგვარი ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს