პოლონეთში საქართველოდან ჩასული არალეგალები დააკავეს

პოლონეთში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს – პოლონეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ.
არსებული ინფორმაციით, 4 ქართველი სილეზიაში მდებარე ერთ-ერთ ბიზნეს ობიექტში, ყოველგვარი საჭირო ნებართვის გარეშე მუშაობდნენ.
მიკოლოვში დაკავებულია კიდევ ერთი ქართველი, რომელიც არალეგალურად ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა. კიდევ ერთი პირი კი კატოვიცეში სოსნოვიეცის სასაზღვრო დაცვის განყოფილების ოფიცრებმა დააკავეს, ასევე უნებართვო ყოფნისა და მუშაობისთვის.
დაკავებულებმა პოლონეთი 30 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. მათ აეკრძალათ შენგენის ზონაში ხელახლა შესვლა ერთიდან ორ წლამდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – იმედი მაქვს, ვენეციის კომისია ძალიან მალე გამოაქვეყნებს მოსაზრებას – საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და არა სხვა ვინმე, მაგრამ ელჩის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, განვმარტო, რა იქნება შედეგები, თუ მისი მიღება მოხდება