ნანი ბრეგვაძისა და სოფო ნიჟარაძის საოცარი დუეტი – Marao

„მე საერთოდ ვერ ვხვდები, რამდენი წლის ვარ. თუ ხმამაღლა ვთქვი, რამდენი წლის ვარ, გული მისკდება, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ აბსოლუტურად ისეთია, როგორიც იყო. რასაკვირველია, უფრო ჭკვიანდები. 87 წლის ვარ… ეს ძალიან რთული სათქმელია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი მაწუხებს, ძალიანაც ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ ეს არ მაჩერებს”, – ამბობდა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ცოცხალი ლეგენდა, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი .
ნანი ბრეგვაძემ რომ ასაკი დაამარცხა, ამაზე, ალბათ, არავინ დავობს. ის 87 წლის ასაკში გამორჩეული გარეგნობითა და დაუჯერებელი ნიჭით უამრავ ადამიანს აოცებს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა, რა გზა გაიარა მან აქამდე.
ნანი 1936 წის 21 ივლისს დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში, 1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტია. 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით. ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვ.
დაუვიწყარი იყო ნანი ბრეგვაძის შესრულება მიუზიკლში “ქეთო და კოტე”, ვიქტორ დოლიძის ოპერის მიხედვით რეჟისორმა დავით დოიაშვილმა დადგა, არანჟირებაზე კი ნიკოლოზ რაჭველმა იზრუნა. მიუზიკლში ნანი ბრეგვაძემ სთან ერთად იმღერა, ნანი ხანუმას როლს ასრულებდა, სოფო ნიჟარაძე – ქეთოს როლს.
“ძველ ფოტოებს რომ ვათვალიერებ, ჩემი თავი არ მომწონდა, განსაკუთრებით, რამდენიმე ფოტოზე. დიდი ხანი რომ გავიდა, ახლა ვფიქრობ, რატომ არ მომწონდა. იმ დროისთვის არც იყო მოსაწონი, მაგრამ წლები რომ გემატება, შენი თავი მოგწონს, ახალგაზრდას რომ უყურებ.
მე საოცრად არაფოტოგენური ვიყავი… ნაოჭი მედარდება, ეს ყველა ქალს აწუხებს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. ჩემი სახლი სავსე სტუმრებით; ღმერთო, ჩემი შვილები დიდხანს მიცოცხლე, იმდენი ვართ, მაგრამ ძალიან მაკლია სტუმრები. ისეთი სტუმრები არა, ტელეფონზე რომ რეკავენ და მოდიან; ისეთი სტუმრები, კარს რომ გააღებ და სიურპრიზი დაგხვდება. ახლა ასეთი მეგობრობა აღარ არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა დაკავებულია. თუმცა ადრეც ყველა დაკავებული იყო.
სულ წარსულში ვარ ფიქრებით. უკვე ძნელია ჩემი ფიქრი მომავალზე… მაგრამ ძალიან მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, მიხარია სიცოცხლე. ჩემი რამდენიმე ამხანაგი ხომ შემომრჩა და ვამბობთ ხოლმე, რა ბედნიერები ვიყავით, როგორ კარგად ვცხოვრობდითო“, – ამბობდა ნანი ბრეგვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ