არქივი31 აგვისტო, 2024, 00:24
ნათია მეზვრიშვილი: ხელისუფლებასთან ერთად ასეთი ოპოზიციაც, აქტივიზმიც, ენჯეოც და მედიაც წარსულს უნდა ჩაბარდეს
"ორგანიზაციამ, რომელსაც თურმე ყველაფერ რუსულზე „აძაგძაგებს“, ახლახანს რუსული კანონის ლეგიტიმაცია მოახდინა, თან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე დღეებით ადრე და ცელი გამოუსვა ნამდვილ უფლებადამცველ პატარა ორგანიზაციებს, რომლებისთვისაც ჯარიმა რეალურად ყოფნა-არყოფნის საკითხია (და მათი კრიტიკა რეგისტრაციის გამო არც მგონია სწორი). მართლაც რომ „სირცხვილია“. ასეთი უპრინციპობა და არათანმიმდევრულობა აცოცხლებდა ყოველთვის „ოცნებას“ და ხელისუფლებასთან ერთად ასეთი ოპოზიციაც, აქტივიზმიც, ენჯეოც და მედიაც წარსულს უნდა ჩაბარდეს," - წერს სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, მოძრაობა „სირცხვილია“ რუსული კანონის შედეგად შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ დარეგისტრირდება.
ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.