“მხოლოდ სიყვარული იყო”: საიმონ პორტ ჟაკემუსი და მარკო მაესტრი ტყუპების მშობლები გახდნენ – Marao

დიზაინერი საიმონ პორტ ჟაკმუსი და მარკო მაესტრი ტყუპების მშობლები გახდნენ. ამის შესახებ ჟაკმუსმა ინფორმაცია საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ორი ახალშობილი, მია და სანი ჩანან.
2009 წელს ფრანგმა დიზაინერმა საიმონ პორტ ჟაკმუსმა ბრენდი Jacquemus შექმნა. მას სურდა, რომ უფრო მეტი შეექმნა, ვიდრე სამოსი – ოდა გარდაცვლილი დედისადმი. მას ჰქონდა ხედვა და შეძლო საკუთარი ფიქრებისა და წარმოსახვის რეალობად ქცევა. სწორედ ამ იდივიდუალიზმით ის მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში, მონაწილეობდა პარიზის მოდის კვირეულებში და ახლა, 34 წლის დიზაინერი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად მოდის სახლს მართავს. Jacquemus-ის შემოსავალი 2022 წლის ბოლოსთვის €200 მილიონი იყო.
საიმონ პორტ ჟაკმუსი 1990 წლის 16 იანვარს სალონ-დე-პროვანსში, საფრანგეთში, ფერმერების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა სამხრეთ საფრანგეთის პატარა ქალაქ მალემორში. მისი მამა მუსიკოსი იყო, დედა კი დიასახლისი. 2008 წელს, 18 წლის ასაკში, ის გაემგზავრა პარიზში, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა École supérieure des arts et tekniks de la mode – ში (ESMOD). შემდეგ კი მუშაობა დაიწყო მოდის ჟურნალში Citizen K. დედის უეცარმა გარდაცვალებამ აიძულა იგი დაეწყო საკუთარი კარიერა, როგორც მოდის დიზაინერს.
ის 20 წლის იყო, როდესაც შექმნა თავისი ბრენდი, Jacquemus, საკუთარი ბრენდის პოპულარობაზე კი Vogue’s Fashion Night Out-ის დროს მეგობრების მხარდაჭერით ცდილობდა. 2012 წელს იგი მიიწვიეს პარიზის მოდის კვირეულზე თავისი კოლექციის წარსადგენად. 2014 წელს მან შექმნა კოლექცია La Redoute-სთვის. 2015 წელს მან მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი LVMH Prize-ზე. 2017 წელს ჟაკემუსმა დაამატა ფეხსაცმლის ხაზი, ხოლო 2019 წლიდან მუშაობა დაიწყო მამაკაცის კოლექციებზე. Jacquemus-ს განსაკუთრებული პოპულარობა მინიატურულმა ჩანთამ მოუტანა.
საიმონ პორტ ჟაკმუსმა 2022 წელს მარკო მაესტრიზე დაქორწინდა. მათ წვეულება სამხრეთ საფრანგეთში იქორწინა. არავის გაუკვირდა, რომ მათი ქორწილი ნამდვილ ზრაპარს ჰგავდა. მასპინძლებმა ყველა სტუმარს თეთრი სამოსი დაურიგა. სტუმრებს შორის იყო პოპულარული მუსიკოსი დუა ლიპა, რომელიც ჟაკმუსის ახლო მეგობარია.
“საიმონი + მარკო. სიყვარულის ზაფხული. აღვნიშნავთ ამ ორი განსაკუთრებული ადამიანის სიყვარულს ჩვენს ცხოვრებაში. ყველაზე ლამაზი დღე, ცერემონია და, ცხადია, ყველაზე მხიარული წვეულება (მათ უბრალოდ იციან, როგორ გააკეთონ ეს). მადლობელი ვართ, რომ ეს ბედნიერების მომენტები ჩვენ გაგვიზიარეთ” – წერდა დუა ლიპა.
“გუშინ მე ვთქვი დიახ” – წერდა თავად დიზაინერი ინსტაგრამზე. ჟაკემუსმა და მაესტრიმ ურთიერთობა 2018 წლის მაისში დაიწყეს. მათი ურთიერთობა საზოგადოებისთვის ოფიციალური გახდა ჯაკემუსის 2019-2020 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუმდე. წყვილმა ოფიციალურად იქორწინა 2022 წლის 28 აგვისტოს.

ასევე დაგაინტერესებთ