მხარს ვუჭერ და გთავაზობთ ერთიანი სიის იდეას – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას

ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები და წყენა, გთავაზობთ საერთი სიის გზით სიარულს – განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე ვივა მედიდან ჩართვის დროს გააკეთა:
“ჩვენი ამოცანა ახლა პოლიტიკოსების არის გაერთიანება, მხარს ვუჭერთ და 2020 წელსაც მხარს ვუჭერდი ერთიანი სიის შექმნას და მხარს ვუჭერთ ახლაც ერთიანი სიის იდეას, რომელიც შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, წინასწარ გამოცხადებას ამ ტექნოკრატიული მთავრობის, რომელიც იქნება მიმართული ევროპაზე, გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების შემდეგ. ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვუშოროთ და ს აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ…ამიტომ ჩვენ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს, ნეიტრალურ პლატფორმაზე არც ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ქოლგის ქვეშ” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ენმ სხვა პარტიებთან ყველა შემთხვევაში ითანამშრომლებს.
მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებსა და გასულ ღამეს, პოლიციის მხრიდან მშვიდობიან დემნონსტრანტებზე ძალაობას:
აბსოლუტურად მშვიდობით, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მოქმედ საქართველოს პატრიოტ ახალგაზრდობას და ყველა ასაკის ადამიანს როგორ არბევდნენ მანქურთებად ქცეული ღიმილიანი როგორების ბანდა თავისი ხარებას მეთაურობით. ბატონო პროკურორები თქვენ დილიდან დაიწყეთ მუშაობა, რომ სანქცია გასცეთ თუნდაც ზვიად ხარებაშვილზე? იმისათვის რაც მან გუშინ გააკეთა. აბა ჩემგან რა გინდათ საერთოდ, სხვისგან რა გინდათ ამ საქმეში, როდესაც გუშინ ნახეთ უკანონობის და ბრუტალობის კულმინაცია.
ამიტომ რა არის საერთოდ ოლიგარქის თამაში? ოლიგარქის თამაში იყო სტუდენტების განცალკევება სამოქალაქო საზოგადოებისგან. სტუდენტებს ეუბნებოდა პოლიტიკა თქვენი საქმე არ რის, მისი თამაში იყო სამოქალაქო საზოგადოების გამიჯვნა პოლიტიკური პარტიებისგან, პოლიტიკურ პარტიებს თურმე არაფერი ესაქმებოდათ თურმე აქციებზე. მისი თამაში იყო პარტიების ერთმანეთზე დარევა და შემდეგ და მათი დაყოფა. აი ამ გამოწვევამ, რომელიც დადგა ჩვენი ერის წინაშე, ისევე როგორც 1989 წლის 9 აპრილს, ისევე როგორც 2008 წელს ერთ მუშტად შეკრა საქართველო და ოლიგარქის თამაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ძალა არის მხოლოდ ერთობაში. რაც მეტი ვიქნებით, ეს აქციები უნდა გაგრძელდეს, უნდა მოიცვას მთელ საქართველო, რაც მეტი ვიქნებით, რაც ორგანიზებული ვიქნებით, რაც თავის თავში დარწმუნებული ვიქნებით და დარწმუნებულები ვართ საკუთარ თავში, მით უფრო მალე გავიმარჯვებთ.
ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი აზრი. ჩემთვის ქართველ ხალხი ის ახალგაზრდობაა, რომელიც უფრო კარგად გამოხატავს ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი გამოხატავდა მთელი ეს წლები. უფრო ზუსტად იცის რა უნდა, ვიდრე ბევრმა ადრე ვიცოდით, მე გაოგნებული ვარ ინტელექტის და სიმწიფის დონით და ძალიან ვამაყობ ამით იმიტომ, რომ მეც პატარ წვლილ მაქ შეტანილი იმისათვის, რომ ახალგაზრდობა გაზრდილიყო არა კორუფციის, არა რუსეთის პირობებში და ზუსტი რეაქცია ჰქონოდათ რუსეთზე და მის დამქაშებზე საქართველოში” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ