მუსლიმთათვის რამადანის მარხვა დაიწყო

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 მარტიდან ისლამური სამყარო რამადანის (მარხვის თვის) დასაწყისს აღნიშნავს.
მათი ცნობით, მუსლიმური გადმოცემის თანახმად, ეს თვე ყველაზე მადლიანად ითვლება, რადგან სწორედ ამ თვეში მოხდა ყურანის პირველი აიების გარდმოვლენა წინასწარმეტყველ მუჰამედზე და ამ თვეში შთააგონა ალაჰმა მუჰამედს მოციქულის მისია.
„მუსლიმები რამადანს მარხვაში ატარებენ. რამადანი მუსლიმთათვის გამოცდის, უდიდესი ნებისყოფისა და ვნებებზე გამარჯვების პერიოდია. მარხვის პერიოდში მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულთა დახმარება, ვახშამზე, ანუ იფტარზე მიპატიჟება. განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები, სულის განწმენდის მიზნით, უარს ამბობენ საკვებისა და სასმლის მიღებაზე, ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე. როგორც წესი, მარხვის განმავლობაში, საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…