ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მკვლელო" - ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა სოფიაში, ეროვნული გალერეიდან შეძახილებით გააძევეს

"მკვლელო" - ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა სოფიაში, ეროვნული გალერეიდან შეძახილებით გააძევეს

ბულგარეთში რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა სოფიაში, ეროვნული გალერეიდან შეძახილებით გააძევეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ადგილობრივი ბიურო ავრცელებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ელჩი ნიუ-იორკელი აქტივისტების გამოფენაზე მივიდა. ადგილზე მას შეძახილებით დახვდნენ: "ეს მოსკოვი არ არის. ეს ევროპაა", "მკვლელო" და "დიდება უკრაინას, დიდება გმირებს".

ცნობისთვის, ბულგარეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, კირილ პეტკოვმა მიტროფაოვა პირდაპირ დაადანაშაულა ბულგარელი დიპლომატების მოსყიდვაში და ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებში.

2023 წელს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაშიც დაადანაშაულა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.