მიხეილ სააკაშვილი – მექსიკის საზღვარზე რაც ამათ მოიფიქრეს, თქვეს, რომ არაფერი მომხდარა – როდესაც ჩვენი მოქალაქეები გაიტაცეს სომალელმა მეკობრეებმა საოცრებები მოვახდინეთ, რომ ეს ხალხი დაგვეხსნა

მექსიკის საზღვარზე რაც ამათ მოიფიქრეს, თქვეს, რომ არაფერი მომხდარა. ჩუმად ესაუბრებიან ჩვენ გადაგიწყვიტავთ და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენი მოქალაქეები გაიტაცეს სომალელმა მეკობრეებმა საოცრებები მოვახდინეთ, რომ ეს ხალხი დაგვეხსნა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო სანიმუშო და მისაბაძი ქვეყანა იყო.
„მექსიკის საზღვარზე რაც ამათ მოიფიქრეს, თქვეს, რომ არაფერი მომხდარა. ჩუმად ესაუბრებიან, ჩვენ გადაგიწყვიტავთ და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენი მოქალაქეები გაიტაცეს სომალელმა მეკობრეებმა, საოცრებები მოვახდინეთ, რომ ეს ხალხი დაგვეხსნა. მაშინ ჩვენ საერთაშორისო ავტორიტეტი გვქონდა. სიამაყე, რომელიც განვიცადე გუშინ მოგებით, მაშინ ყოველდღიური იყო. საქართველოს სახელი ქუხდა. საქართველო არ იყო პატარა სოფელი. ჩემი მეგობრები იყვნენ უზბეკეთში, სადაც ტაქსის მძღოლი ეუბნებოდათ, ისეთი რეფორმები გაატარეთ საქართველოში სააკაშვილის დროსო… ეს არის რეალობა. არ გადასულხართ აზერბაიჯანში? არ მოგისმენიათ იგივე? ძალიან ბევრ ქვეყანაში საქართველო იყო სანიმუშო და მისაბაძი. საქართველო ისევ გახდება სანიმუშო და მისაბაძი“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მიხელ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახების უბედურების ერთ-ერთი მიზეზი ემიგრაციაა.
„საუბრობენ, თურმე ოჯახის სიწმინდე უნდა დაიცვან. ვინ ხალხი საუბრობს ოჯახის სიწმინდეზე?! მე აქ ერთ ადამიანს ვიცნობ, ტრაგიკული ბედისას, მას ჰყავდა 35 წლის ბიჭი, კარგი და განათლებული, ძალიან კარგი პროფესია ჰქონდა მიღებული, ვერ იპოვა აქ ვერაფერი და უცხოეთში წავიდა. აქ დატოვა ცოლი და შვილი, რომელიც ამ ქალთან ერთად ცხოვრობდა. ეს ქალი 5 ადგილზე, დღე და ღამე მუშაობს. მაშინ, როდესაც მისი შვილის ემიგრაციიდან 7 წელი გავიდა, ამ 7 წლის თავზე ცოლი სხვა ქვეყანაში წავიდა ისე, რომ არავის შეატყობინა. როცა გაიგო მისმა შვილმა პოლონეთში, მეუღლის გაქცევის შესახებ, თავი მოიკლა. ასე ინგრევა ოჯახები, ასე უბედურდება“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ