“მიშა ჩემი მეგობარია… ვალში არ ვარ, არ მიღალატია…” – გვარამია

რაზე ისაუბრეს მ და მიხეილ სააკაშვილმა “ახალის” პრეზენტაციამდე – როგორც ნიკა გვარამია “რეაქციაში” ამბობს, რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია მესამე პრეზიდენტთან ახალი გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით მანამდე, დაახლოებით, იგივე შინაარსის, მაშინ გადაწყვეტილებები უმწიფარი იყო და მაშინ იყო ასეთი საუბარი, რომ მე მაინც მგონია, რომ შენ იქ უნდა იყო, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საინტერესო ჩემთვის არ არის, რას დაარქმევენ თანამდებობას, ან პრემიერობას შემომთავაზებენ თუ არა, საინტერესო ჩემთვის არის საქმის გაკეთებას როგორ შევძლებ, სად შევძლებ, რამდენად შევძლებ და შედეგს თუ დავდებ. თუ მე ვერ ვხედავ ჩემს პოტენციალს იქ, სადაც მივდივარ, რეალური ცვლილებების შესაძლებლობას, მე არაფერში არ მჭირდება პარტიული თანამდებობები, ეს მიშამ იცის.
მე არავის წინაშე ვალში არ ვარ, არავისთვის მიღალატია. ზოგადად, მოღალატე არ ვარ, თუ მიშაზეა ლაპარაკი, ის ჩემი მეგობარია და ასეთად დარჩება, არასდროს არ გადავკვეთ არანაირ ხაზს, რომელიც მას პიროვნულად მიაყენებს ზიანს. იქიდან რას მივიღებ, ამაზეც კი არ არის დამოკიდებული, პასუხის გაცემის რეჟიმსაც გამოვრიცხავ, რაც არ უნდა მოხდეს.
ინგა გრიგოლია:
-რაც არ უნდა კლონი გეძახოთ?
ნიკა გვარამია:
-არ ვიცი, მე მეძახა თუ არა (კლონი).. ის დღეს არის პატიმარი, მაგრამ მე მიშა სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს ან მომიწონებს, ან ბედნიერი იქნება ჩემით, როცა პოლიტიკური კონკურენტი შეიქმნა მისი პარტიის, სააკაშვილის გამტყუნებაც არ შეიძლება, როცა ის რაღაც განცხადებებს აკეთებს თუნდაც ჩვენთან დაკავშირებით თუ გააკეთებს თავისი პარტიის სასარგებლოდ, ასეთია ცხოვრება.

ასევე დაგაინტერესებთ