ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, მიდი, „შუქურ“, ჩაუშვი ყველა! მამაჩემზე როდის დაიწყებ ლაპარაკს?“- რუსუდან შარაძე

10
გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე:
,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე, „შუქურამ“ და მისმა პრემიერ-მინისტრმა დასცხეს. ჩხუბი „ვირის“ სასარგებლოდ დამთავრდა, რადგან უარესად ვეღარ დაღლიდა. „შუქურა“ ნერვიული შეტევით დარბაზიდან გაიტანეს (თავისი სურვილით).
ერთი ვერ გავიგე – ამ დიალოგებში, რაც გაიმართა, რა შუაშია, ვისი დაქირავებული იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა? ოღონდ სხვები გაამწაროს და ამხილოს, ეს ხვალ საკუთარ თავსაც ჩაუშვებს.
გეუბნებით, რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოაჩინონ, არც ტელეფონი უნდა ჩამოართვან. მტერი ვერ უზამს, რასაც საკუთარ თავს უკეთებს.
მიდი, „შუქურ“, ჩაუშვი ყველა!
მამაჩემზე როდის დაიწყებ ლაპარაკს?“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.