არქივი24 მაისი, 2024, 11:37
მთავარეპისკოპოსი ზენონი ქართველ მღვდელმთავრებს მიმართავს: ...აწი რასთან მიაახლებს საქართველოს ეკლესიას საბედისწერო პროცესი, რაც ქვეყნის თავს ხდება
“როგორც სჩანს,საქართველოსთვის იკვეთება თავსმოხვეული გეო- პოლიტიკური კონტური: თბილისი- მოსკოვი- თეირანი- დამასკო- პეკინი-ფხენიანი, ჰესბოლა- თალიბანი.
“ ახალი საქართველოს” პერსპექტიულ მოკავშირეთა გათვალისწინებით, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტს სამომავლოდ მოუწევს ალბათ შესაბამისი ქვეგანყოფილებების შექმნა 
ეპისკოპატს მინდა მივმართო:
სრულიად მართლმადიდებელთა კრეტის დიდი კრება, ზოგიერთი თქვენგანის მიერ “ ამერიკულ პროექტად” სახელდებული თუ ანტიქრისტესთან “მიგაახლებდათ”, როგორც ზოგიერთი თქვენგანი დაბეჯითებით ირწმუნებოდით, აწი რასთან მიაახლებს საქართველოს ეკლესიას საბედისწერო პროცესი, რაც ქვეყნის თავს ხდება. ან ფიქრობთ, რომ სამომავლოდ საქართველოს საზღვრებს მიღმა ეპარქიები შენარჩუნებული იქნება? თუ ვხვდებით სად მივდივართ?”
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.