მეცნიერება, განათლება, მედიცინა – AI-ს ყველა სექტორზე ექნება გავლენა – PulsarAI

საქართველოში ერთ-ერთი პირველი AI ს, PulsarAI-ის თანადამფუძნებელი სოფო ჭყოიძე, BMGDrive-ის ეთერში ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ტემპით განვითარებასა და ამ პროცესის სასარგებლო მხარეებზე საუბრობს. მისი თქმით, AI საშუალებას მოგვცემს, რომ ნებისმიერ ინდუსტრიაში, აქამდე არსებული ბარიერები მარტივად დავძლიოთ.
“ხელოვნური ინტელექტი ექსპონენციალურად იზრდება და არ მგონია, რომ ამას დასასრული აქვს – შესაძლებლობები, რომლებსაც AI გვაძლევს, უსასრულოა. -ის მაგალითზე, იქ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობა, დიდი კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი რესურსები Ai მოდელების, Large Language Model-ების, სხვადასხვა პროდუქტისა და პლატფორმის შექმნას მოახმარონ. ეს ტემპი საკმაოდ მაღალია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია, AI ტექნოლოგიების გამოყენებით კონკრეტული Use Case-ები შევქმნათ, რომლებიც ნებისმიერ მიმართულებას დაეხმარება. ეს შეიძლება იყოს მეცნიერება, განათლება, მედიცინა – AI-ს ყველა სექტორზე ექნება გავლენა და ძალიან ბევრი რამ, რაც აქამდე ბარიერი იყო, ახლა ასე აღარ იქნება”, – ამბობს სოფო ჭყოიძე.
კითხვაზე – რამდენად რისკიანი შეიძლება იყოს AI-ის განვითარება, Pulsar-ის თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ, შესაბამისი რეგულაციებით, საფრთხეების შემცირებაა შესაძლებელი.
“ვფიქრობ, Ai-ის შეუძლია, კარგიც მოიტანს და ცუდიც – იგივე აზრს იზიარებს OpenAI-ის CEO, სემ ალტმენიც. მთავარია, იგი უსაფრთხოების ნორმებით სწორად ვმართოთ, შესაბამისი რეგულაციების ფონზე.
რა თქმა უნდა, ის შრომით ბაზარს შეცვლის. კომპიუტერის მაგალითზე, მისმა დანერგვამ ძალიან ბევრი სამსახური შეცვალა და ადამიანური რესურსების რელოკაცია მოახდინა, თუმცა მსურველი მუშაობას ყოველთვის გააგრძელებს”, – აღნიშნა სოფო ჭყოიძემ.
PulsarAI 2018 წელს შექმნილი სტარტაპია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვას ემსახურება. AI სტარტაპი გლობალურ პროდუქტს ქმნის და თავისივე შექმნილი ელექტრონული კომერციის თუ AI სისტემებით სხვადასხვა კომპანიას უზრუნველყოფს.