ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა – ერთ კვირაში უკვე მეორედ

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა – ერთ კვირაში უკვე მეორედ

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უწყების ცნობით, მანქანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა. სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.
იმავე ადგილას მდინარეში მანქანა გადავარდა ერთი კვირის წინაც – 4 მარტს. მანქანაში მაშინაც ერთი ადამიანი იჯდა, მაგრამ მისი გადარჩენა მაშველებმა ვერ მოახერხეს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.