არქივი16 მარტი, 2025, 10:37
მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. შემთხვევა დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეებმა და მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს. თვითმხილველები წერენ, რომ მანქანაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.