მედიის ცნობით, შოიგუს მოადგილე სინამდვილეში “სახელმწიფო ღალატის” ბრალდებით დააკავეს

რუსული დამოუკიდებელი მედია Важные истории საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი რეალურად “სახელმწიფო ღალატის” ბრალდებით დააკავეს და ქრთამის აღების ბრალდება საზოგადოებისთვის გააჟღერეს.
როგორც მედია წერს, მათ ჟურნალისტებს ღალატის ბრალდების შესახებ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორმა წყარომ ესაუბრა. მათივე მტკიცებით, ორივე წყარო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.
“ქრთამი არის საზოგადოებისთვის. ჯერ სახელმწიფო ღალატზე საუბარი საჯაროდ არ სურთ. დიდი სკანდალია, ბოლოს და ბოლოს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.” – Важные истории-ის ცნობით, თქვა მათთან ერთ-ერთმა წყარომ.
“კორუფციისთვის არავინ დააკავებდა. ამის შესახებ [კრემლში] დიდი ხანია ყველაფერი იცოდნენ. პუტინმა ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც დაარწმუნეს, რომ საქმე ეხება სწორედ სახელმწიფო ღალატს.” – თქვა მეორე წყარომ მედიის ცნობით.
როგორც მედია წერს, უკვე მრავალი წელია, რაც ივანოვის წინააღმდეგ რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს კომპრომატები გააჩნიათ. როგორც აღნიშნავენ, ამის შესახებ მათ მთავარ რედაქტორ რომან ანინთან საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელი ჯერ კიდევ 2017 წელს საუბრობდა. ამ ცნობების მიხედვით, კომპრომატები ეხება მის საქმიანობას ჯერ კიდევ მოადგილედ დანიშვნამდე პერიოდიდან, როცა ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობდა. როგორც მედია წერს, მაშინ ეს მასალები ვერ გამოიყენეს, რადგან ივანოვს შოიგუ მფარველობდა.
მედიის წყაროს თქმით, ახლა ფიქრობენ, როგორ დასაჯონ ივანოვი და შეცვალონ თუ არა მისი საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით.
ამ ცნობის გავრცელების შემდეგ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ხალხი ორიენტირებული უნდა იყოს ოფიციალურ ინფორმაციაზე.
РИА Новости-ის ივანოვის ადვოკატმა უთხრა, რომ მას ბრალი მხოლოდ მექრთამეობაში ედება.
რუსეთში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს ერთ-ერთი მოადგილე, ტიმურ ივანოვი დააკავეს. ამის შესახებ 23 აპრილის ღამეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს.
გამოძიება დიდი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს დანარჩენი დეტალები არ დაუზუსტებია და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ “მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები”.
უცნობია ზუსტად როდის დააკავეს ივანოვი. РБК წერს, რომ 23 აპრილს შოიგუს მოადგილე თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომას ესწრებოდა.
ტელეგრამ-არხი 112 საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ივანოვი დაღესტანში, საკუთარ აგარაკზე დააკავეს. ამას გარდა, ტელეგრამ-არხი ВЧК-ОГПУ წერს, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად კიდევ 3 პირი დააკავეს.
გავრცელდა კადრები, რომლებშიც ივანოვი სასამართლო პროცესზეა წარმოდგენილი. სასამართლომ ივანოვი 23 ივნისამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულია საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, სერგეი ბოროდინი. გამოძიება მიიჩნევს, რომ ივანოვი და ბოროდინი შეკრული იყვნენ მესამე პირებთან და დაგეგმეს ჯგუფური დანაშაული.
ტიმურ ივანოვი სერგეი შოიგუს გუნდის წევრია. ის მოადგილის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა. აქამდე, 3 წლის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაქვემდებარებულ სამშენებლო კომპანია Оборонстрой-ს და მოსკოვის ოლქის ხელისუფლებაშიც მუშაობდა მაშინ, როცა რეგიონს სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა.
ივანოვი მინისტრის მოადგილის პოსტზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს შენობებისა და სამხედრო იპოთეკის შენებას, გარემონტებასა და რეკონსტრუქციას, ასევე უზრუნველყოფდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამედიცინო და საცხოვრებელ უზრუნველყოფას.
ივანოვი ხელმძღვანელობდა ყველა დიდ სამხედრო სამშენებლო პროექტს რაც ბოლო წლებში ჩატარდა, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარი ეკლესიის აშენებას, ასევე კოსმოდრომი Восточный-ის პროექტს. როგორც მიხაილ ხოდორკოვსკის პროექტი დოსიე წერდა, ივანოვი ხელმძღვანელობდა ოკუპირებულ მარიუპოლში მიმდინარე მშენებლობებსაც.
2019 წელს Forbes-მა შეადგინა უმდიდრეს ძალოვანთა სია, რომელშიც ივანოვიც მოხვდა. გამოცემის ცნობით, 2018 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ოჯახის შემოსავალი 136.7 მილიონ რუბლს, თავად ივანოვის კი – 13.6 მილიონ რუბლს გაუტოლდა.
Forbes-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ივანოვი “შოიგუს კაცია”, თუმცა მას გადაცდომები ჰქონდა და მის მიმართ “კითხვები დაგროვდა”. გამოცემის წყაროს თქმით, შესაძლოა სერგეი შოიგუ თანამდებობას ტოვებდეს და ამას წინ მისი გარემოცვის წმენდა უძღოდეს.
ტიმურ ივანოვი მრავალი ჟურნალისტური გამოძიების ობიექტი გამხდარა. ს გუნდისა და Проект-ის გამოძიების მიხედვით, მის ოჯახს მოსკოვის ყველაზე ძვირადღირებულ უბან რუბლიოვკაში აქვს სასახლე, ასევე XIX საუკუნის დიდი სახლი მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე. თითოეული ობიექტის ღირებულება 600 მილიონი რუბლია. გამომძიებელი ჟურნალისტები სწავლობდნენ ივანოვის ყოფილი ცოლის მიერ ასიათასობით ევროს ხარჯვის შესახებ. მისი ახალი ცოლი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეთაურის ყოფილი მრჩეველი, მარია კიტაევა კი ევროპაში მას შემდეგაც კი მოგზაურობდა, რაც ში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 2022 წლის მარტიდან ივანოვი -ს და ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში შედის.