მედია: უკრაინულმა ძალებმა ავდეევკის მახლობლად ერთ სოფელზე კონტროლი აღადგინეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდეევკის მახლობლად მდებარე სოფელ ტონენკოეზე კონტროლი აღადგინეს. ამჟამად ფრონტის ხაზი ბერდიჩი-სემიონოვკა-ორლოვკა-ტონენკოეს ხაზზე გადის. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„ავდეევკის დასავლეთით მდებარე სოფელ ტონენკოეზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს. რუსული ძალები სოფელს სარაკეტო სისტემებით ცეცხლს უხსნიან“ - წერს გამოცემა Bild-ის ექსპერტი იულიან რეპკე.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები ავდეევკასთან წინსვლას ცდილობენ, მაგრამ ეს არ გამოსდით. ამჟამად ყველაზე მძიმე ბრძოლები სოფელ ორლოვკასთან მიმდინარეობს. საერთო ჯამში ერთ დღე-ღამეში 92 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.