ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: დოკუმენტი: "ოცნებამ" თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დახმარების ორგანიზება ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო

მედია: დოკუმენტი: "ოცნებამ" თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დახმარების ორგანიზება ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო

"ტვ პირველმა" მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ექვსი დღის დაგვიანებით დაიწყო თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დახმარების ორგანიზება.

"ტვ პირველის" ხელშია 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც ჩანს, რომ ოზურგეთის მერიამ სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების მომარაგებაზე ზრუნვაც ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო. არადა 21 თებერვლიდან უკვე იცოდნენ, რომ ხალხი ურთულეს მდგომარეობაში იყო - უწყლოდ, საკვების გარეშე, უშუქოდ და სრულ იზოლაციაში.

27 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელმაც პირველადი საკვები პროდუქტები გადასცა ოზურგეთის მერიას, ეს მაშინ, როდესაც თავად ოზურგეთის მერია წერს, რომ 21 თბერვლიდან არის სტიქია და პრობლემა. მთელი ერთი კვირის განმავლობაში ავთანდილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით"- ამბობს კორუფციის ექსპერტი და კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბესიკ დონაძე.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.