არქივი18 ივნისი, 2025, 17:12
მედია: განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის ვულკანოლოგიის სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი - "ლევოტობი ლაქი ლაქი" სამშაბათს, ადგილობრივი დროით 17:35 საათზე ამოიფრქვა, რის შედეგადაც ფერფლის ღრუბელი 11 კილომეტრის სიმაღლეზე აიწია.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას ურჩია, კრატერიდან 7 კილომეტრის რადიუსში აქტივობებს თავი აარიდონ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.