მაია ომიაძემ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე -ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
„ტურიზმის როლი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკაში“- პანელურ დისკუსიაში მაია ომიაძემ ტურიზმის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შესახებ ისაუბრა. მაია ომიაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობები და დაგეგმილი პროექტები.
კონფერენციას “საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები შავი ზღვის სტრატეგიის კონტექსტში”ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლამ უმასპინძლა.
კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით წარდგა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი.
კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები ჰარვარდის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტებიდან, ვაშინგტონში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის თემაზე მომუშავე ექსპერტები, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატები და აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.