მაია ბითაძე: დაე, გაიხარონ დღეს საღამოს რადიკალებმა

“ეს არ იყო ის განცხადება, რა ფორმითაც ჩვენი რადიკალები წარმოგვიჩენენ. ეს იყო პასუხი ჯო ვილსონის პროვოკატორულ კითხვაზე, რომელიც სავსე და გაჯერებული იყო ცრუ ინფორმაციით. […] მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც აიტაცა ამ საღამოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება მათი მედიასაშუალებების მხრიდან.
[…] დაე, გაიხარონ დღეს საღამოს. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მარკო რუბიოს განცხადება ეხებოდა ამერიკის ინტერესების საკითხს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. […] ამ კუთხით გასცა მან პასუხი, რომ თუ რეგიონში არის ანტიამერიკული მთავრობები, ისინი ამ საკითხზე დამატებით იმსჯელებენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებით, და პრემიერის ღია წერილი ჩვენ გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებით -ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს” – ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი მაია ბითაძე პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში.
-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას ქართული ოცნების მთავრობა ანტიამერიკულად მოიხსენია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი

ნიკა გვარამია – ხვალ, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მივდივართ მარშით რუსთაველზე – მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს