მადრიდში ქართულმა რესტორანმა Nunuka-მ Michelin-ის რეკომედაცია მეორედ მიიღო

ქართულმა რესტორანმა Nunuka-მ მიშლენის რეკომენდაცია მეორედ მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას Caucasus Business Week ავრცელებს.
ქართული რესტორანი, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ჩუეკას უბანში, პანდემიის დასრულების შემდეგ გაიხსნა და გურმანების ყურადღება მალევე მიიპყრო. 2023 წლის მაისში Nunuka ცნობილ Michelin Guide-ში მოხვდა. მიმდინარე წელს კი, ქართული რესტორანი Michelin-ის ყურადღების ცენტრში მეორედ მოექცა და როგორც Caucasus Business Week წერს, მან Michelin-ისგან რეკომენდაცია მეორედ მიიღო.
„თუ არ იცნობთ ქართულ სამზარეულოს, ეს მიმზიდველი საოჯახო სტილის რესტორანი მადრიდში, ჩუეკას რაიონში შესანიშნავი ადგილია ქართული საკულტო კერძების და უგემრიელესი არომატების აღმოჩენისთვის. არ გამოტოვოთ ხაჭაპური – ყველით სავსე პური და ტრადიციული ხინკალი“, – წერს Michelin Guide ქართულ რესტორანზე.