ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა სრულად განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჰითროუ დღეს ღიაა და სრულად მუშაობს. აეროპორტის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მგზავრებს, რომლებიც გუშინ ელექტრო ქვესადგურის მუშაობის შეფერხების შედეგად დაზარალდნენ, დაეხმარონ“, - განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ახლომდებარე ელექტრო ქვესადგურში გაჩენილი ხანძრის გამო გუშინ ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ფრენების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო, ხოლო ნაწილი საღამოს განახლდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.