ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰითროუს აეროპორტი, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მთელი დღის განმავლობაში დაიკეტება

ჰითროუს აეროპორტი, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მთელი დღის განმავლობაში დაიკეტება

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი დღეს მთელი დღის განმავლობაში არ იმუშავებს ახლომდებარე ელექტრო ქვესადგურში მომხდარი ხანძრის გამო, რომელიც მას ელექტროენერგიას აწვდის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ხანძრის გამო აეროპორტში ელექტროენერგია გაითიშა.
„ჩვენი მგზავრებისა და კოლეგების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ჰითროუ დაკეტილი იქნება 21 მარტის 23:59 საათამდე. მგზავრებს ვურჩევთ, არ გაემგზავრონ აეროპორტში და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ლონდონის დასავლეთში, ჰეისში მდებარე ქვესადგურზე გაჩენილმა ხანძარმა ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და მიმდებარე ტერიტორიებიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. ლონდონის სახანძრო ბრიგადის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ათი სახანძრო მანქანა და 70-მდე მეხანძრე გაიგზავნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.