ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.08 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 2.01 თეთრით. 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.691 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8756 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი – 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.