ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 17 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.9 თეთრით. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6753 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8477 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.85 ლარად.