ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 28 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.06 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.25 თეთრით. 28 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6978 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9112 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი – 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.92 ლარად.