არქივი15 დეკემბერი, 2023, 06:07
ლაიენი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს სტრატეგიული დღეა, რომელიც EU-ს ისტორიაში შევა
· 118
·
·
ლიდერებმა გადაწყვიტეს წევრობასთან დაკავშირებით უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებები დაიწყონ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და [სტრატეგიული] დღე, რომელიც ჩვენი გაერთიანების ისტორიაში შევა. ვამაყობთ, რომ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები და მოხარულები ვართ ჩვენი პარტნიორებით
წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.