ლაზარე გრიგორიადისი აქციაზე მივიდა

მარტის აქციებისას დაკავებული , რომელიც საპატიმრო დღეს დატოვა, აქციაზე მივიდა.
“7:00 საათზე ხვალ ვიქნები, დღეს დამაგვინდა, მაპატიეთ… მგონი, ხალხის აქტიური ჩართულობით მოხდება ის, რაც მოსახდენია. ამავე დროს, პოლიტიკური მოქმედებებიც ხდება, ევროკავშირიც გვერდით გვიდგას, დავაკვირდებით მოვლენებს. აქტიურად უნდა გავაპროტესტოთ რუსული კანონი. დანარჩენს ხვალ აქციაზე ვიტყვი”, – თქვა გრიგორიადისმა.
***
დაცვის მხარე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღესვე მივიდა და სარეზოლუციო ნაწილი მიიტანა, რის შემდეგაც პრეზიდენტს მისი ოფიციალურად შეწყალების საშუალება მიეცა.
12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
TV პირველთან ინტერვიუს დროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო.
თუმცა პროცედურების გამო და მათ შორის იმის გამოც, რომ ამ დრომდე დაცვის მხარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი არ ჰქონდა ჩაბარებული, პრეზიდენტს მისი შეწყალების საშუალება არ ჰქონდა.
მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს – -ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი მ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.