კრიპტოვალუტებისადმი ნდობა გაიზარდა – Deutsche Bank

Deutsche Bank-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% აფასებს ბიტკოინს, როგორც მნიშვნელოვან აქტივების და გადახდის მეთოდს უახლოეს მომავალში. გამოკითხულთა თითქმის მესამედი მაინც ელოდება, რომ მისი ფასი, რეკორდული ზრდის შემდეგაც კი, 2024 წლის ბოლოს შემცირდება.
2023 წლის სექტემბერში გამოკითხულთა 40%-ს იგივე შეფასება ჰქონდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინვესტიციები ციფრულ კრიპტოვალუტაში მილიარდობით არის შეფასებული. ამავდროულად, წამყვანი ფინანსური მარეგულირებლები მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ კრიპტოვალუტას არ აქვს შინაგანი ღირებულება და წარმოადგენს სარისკო აქტივს.
მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, გამოკითხულთა მხოლოდ 1% მიიჩნევს კრიპტოვალუტას უცნაურ გამოგონებად, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრება.
გამოკითხვა ბიტკოინის რეკორდული ფასის ფონზე გამოქვეყნდა. მარტში ამ კრიპტოვალუტის ფასმა $73,803.25-ს მიაღწია და დაუბრუნდა მაღალ დონეს 2022 წელს მკვეთრი ვარდნის შემდეგ.
ანალიტიკოსების აზრით, კრიპტოვალუტისადმი ინტერესი უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია დისკონტის განაკვეთების შემცირების მოლოდინით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციური პროცესის პროვოცირება, ასევე, ბიტკოინის ETF აქტივების ზრდის ალბათობა.