საკვები სოდის წარმოება-რეალიზაციის სექტორში კონკურენციის სააგენტომ დარღვევა დაადგინა და 14 600-ზე მეტი ლარის ჯარიმა გამოწერა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საკვები სოდის წარმოება-რეალიზაციის სექტორში მოკვლევა დაასრულა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის შესაბამისად, რაც არაკეთილსინდისიერი კონკურენციას ეხება, დარღვევა დაადგინა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს 14 600 ლარზე მეტი ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. კერძოდ, როგორც სააგენტო განმარტავს, მოკვლევის ფარგლებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს „სანტრეიდის“ მიერ კონკურენტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის მსგავსი/თითქმის იდენტური იერსახის გამოყენება საკუთარი პროდუქტის შეფუთვაზე.

ასევე დაგაინტერესებთ