ხუთი მომსახურება, რომელიც აპრილში გაძვირდა

2024 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა.
სტატისტიკის მიხედვით, საქმიანობებს შორის, წელს აპრილში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება გაძვირდა, შემდეგია ავტომობილის რეცხვის გადასახდელი და მღებავის მომსახურება.
მომსახურებები, რომელიც 2024 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
· ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 58.4%;
· ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 39.8%;
· მღებავის მომსახურება – 33%;
· ავტომობილის შეკეთება – 15.5%;
· სანტექნიკოსის მომსახურება – 14.6%.

ასევე დაგაინტერესებთ