პარლამენტში 2 მაისს დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება

პარლამენტში 2 მაისს დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, გუშინ, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, რის გამოც, დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათამდე იმოქმედებს, ხოლო14:00 საათის შემდეგ, დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.
„ამ დროს შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ პირველ მაისს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მიუხედავად, ე.წ. „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით 83 ხმით 23-ის წინააღმდეგ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ