კრემლი რუსეთში მომხდარ თავდასხმაში უკრაინის ჩართულობის უარყოფაზე უარს ამბობს

კრემლმა, სამშაბათს, უარი თქვა ეპასუხა კითხვისთვის, თვლის თუ არა, რომ რაიმე კავშირი არსებობს, უკრაინის ხელმძღვანელობასა და რუსეთში, 22 მარტს მომხდარ თავდასხმას შორის, რომლის დროსაც 139 ადამიანი მოკლეს. კრემლი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
კრემლის სპიკერს, დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არსებობდა თუ არა პირდაპირი კავშირი სა და თავდასხმას შორის. „არაფერი მაქვს დასამატებელი იმაზე, რაც ამ თემაზე უკვე ითქვა“, – თქვა ჟუნრალისტებთან სატელეფონო საუბრისას პესკოვმა.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ს ოფიციალური პირების განცხადებები „წინასწარ მონაცემებს“ ეფუძნება და რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რუსეთის საგამოძიება კომიტეტის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ინფორმაცია ორშაბათს მიაწოდა.
ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს. მაგრამ, მან ასევე თქვა, რომ მათ თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში გაქცევა სცადეს.
-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ვაშინგტონს აქვს დაზვერვის მონაცემები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ხორასანმა (ISIS-K), დაჯგუფების ავღანურმა ფრთამ განახორციელა. რუსეთის ხელისუფლება, მომხდარში ამ დაჯგუფების როლს საჯაროდ არ აღიარებს.
თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა ეჭვმიტანილი, რომლებიც ცენტრალირი აზიის რესპუბლიკების, სა და ტაჯიკეთის მკვიდრები არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ