ავარია სომხეთში – ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე, ხუთი მგზავრი

ავარია სომხეთში – ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე, ხუთი მგზავრი
სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ავარიაში, რომელიც სომხეთიდან ირანში მიმავალმა ავტობუსმა განიცადა 27 აპრილს, სამხრეთ სომხეთში.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის დროს დაშავდა ცხრა ადამიანი. სომხეთის მედიის თანახმად, ავტობუსი ხევში გადავარდა დან 280 კილომეტრში მდებარე სოფელ ხოთანანთან, სიუნიკის რაიონში.
სომხური საინტერნეტო გამოცემა news.am-ი იტყობინება სამინისტროზე დაყრდნობით, რომ ავტობუსი ერევნიდან მიემართებოდა ირანისკენ და მგზავრები იყვნენ ირანის მოქალაქეები. ავტობუსს ირანის სახელმწიფო ნომრები ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი – 14-დან 28 მაისამდე, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ მისი ასახვა ვეტოს კანონპროექტში