კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა – “შტურმი” “ზალცბურგს” დაეწია [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ჰარტბერგი“ 3:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პენალტით გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 20 მატჩში 5 გოლია. კიტეიშვილი 90+1-ე წუთზე შეცვალეს და ორივე გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველის თამაში Flashscore-მ 8.2 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ 8.0-ით.
„შტურმი“ 32 ქულით „ზალცბურგთან“ ერთად ლიდერია და 19 აპრილს „რაპიდს“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, კიტეიშვილის გუნდი თასის ფინალშიც გავიდა.
ჰარტბერგი – შტურმი 1:3