კენეტ ვოლაკი – წელს საქართველოს ექნება ტესტების სერია, რათა განისაზღვროს ოქტომბერში დაიწყება თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები

წელს იქნება ტესტების სერია, რათა განისაზღვროს ოქტომბერში დაიწყება თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები. ეს ტესტები მოიცავს ე.წ. 9 ნაბიჯის შესრულებას, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობას და რა თქმა უნდა, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ოქტომბერში, – ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა, კენეტ ვოლაკმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
კენეტ ვოლაკმა, თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზე.
„ზურაბ ჟვანია, რომელიც 19 წლის წინ გარდაიცვალა, ჩემი მეგობარი იყო. მან მასწავლა, რისი მიღწევაა შესაძლებელი დემოკრატიისადმი ღრმა და მუდმივი ერთგულებით, იდეების ძალითა და საჯარო სამსახურის მიმართ თავდადებით, ერთი წლის წინ, დემონსტრაციების დროს, დემონსტრანტები, რომელთაგან ბევრი ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ზურაბ ჟვანიას ლიდერობის პერიოდი ახსოვდეს, აჟღერებდნენ ზურას სიტყვებს მეგაფონებიდან: ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე, ჩვენ ვართ ქართველები. ალბათ, საუკეთესო გზა საერთო ენის გამოსანახად, პოლიტიკური განხეთქილების ორივე მხარისთვის საჭიროა, პატივი სცენ ჟვანიას მემკვიდრეობას შემდეგი შეკითხვის დასმით: რას იზამდა ზურა?“- აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ წლევანდელი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოსთვის.
-ის მხარდაჭერით, ევროკავშირმა შარშან საქართველოს სამართლიანად მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც ქართველი ხალხის იმედებსა და მისწრაფებებს ასახავს. წელს იქნება ტესტების სერია, რათა განისაზღვროს ოქტომბერში დაიწყება თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები. ეს ტესტები მოიცავს ე.წ. 9 ნაბიჯის შესრულებას, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობას და რა თქმა უნდა, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ოქტომბერში. ეს წელი არჩევნების წელია გლობალურად. ზოგიერთი არჩევნები მოსახლეობის ჭეშმარიტ ნებას ასახავს, სხვები, დაახლოებით, 30 პროცენტი, იქნება დადგმული, წინასწარ განსაზღვრული შედეგით, ეს შეეხება ყოფილ საბჭოთა კავშირს, კერძოდ კი რუსეთსა და ბელარუსს, რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატებსაც კი სჭირდებათ ლეგიტიმაციის აღიარება. არის საარჩევნო ნაცრისფერი ზონებიც, როგორიცაა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არჩევნები შესამჩნევად უკეთესია, ვიდრე ბევრი მეზობლის არჩევნები, ისინი მკვეთრად არ გაუმჯობესებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში წარუმატებელი არჩევნების შემდეგ, რომელმაც გამოიწვია . იმედი გვაქვს, 2024 წელს გაუმჯობესდება ეს მონაცემი“, – აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.
მისი თქმით, არჩევნები მხოლოდ ტექნიკური პროცესი, ბიულეტენების დაბეჭდვა და დათვლა არ არის და ის აჩვენებს, როგორ ეპყრობა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს და ასახავს, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში. „არჩევნები არის სტრეს-ტესტი თავისუფალი საზოგადოების თითქმის ყველა ინსტიტუტისთვის“, – აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ