კახა კალაძე – როგორ შეიძლება აღიქვა კონკურენტად ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იმისთვის იბრძოლებს, რომ 1 ან 2 პროცენტი მიიღოს – რადიკალიზმის, ოდიოზურობისა და ბოროტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

როგორ შეიძლება აღიქვა კონკურენტად ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ 1 ან 2 პროცენტი მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა სა და ს გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ორმა ადამიანმა საზოგადოებას თავი „წითელი ხაზების“ გადაკვეთითა და ოდიოზურობით დაამახსოვრა.
„ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსებს, ვინც რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რა თქმა უნდა, ექნება ბარიერის გადალახვის პრობლემა. ვინ არიან ეს ადამიანები ?! დღეს შეიძლება აქვთ იმის სურვილი, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომ თითქოს ახლები არიან, მაგრამ მელია რომელი ახალი ან ნიკა გვარამია რომელი ახალია?! რით დაამახსოვრეს თავი ამ ადამიანებმა საზოგადოებას – რადიკალიზმით, ოდიოზურობით, თუკი რამე შეიძლება ადამიანმა იკადრო, მოიფიქრო, ყველა „წითელი ხაზი“ გადალახო, ორივეს გაკეთებული აქვს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, შეფასებები გაკეთებული აქვს, ვინ რას წარმოადგენს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალიზმის, ოდიოზურობისა და ბოროტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში და ამ ქვეყანაში არ არის“,- განაცხადა კალაძემ.
კალაძე ნიკა გვარამიას ინტერვიუსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს უწყებების ჩაკეტილობაზე ახლაც არ ისაუბრებდა, საზოგადოების დარწმუნება რომ არ სჭირდებოდეს საკუთარ გულწრფელობაში.
„მაგასაც არ იტყოდა, უბრალოდ დასჭირდა საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს როგორი გულწრფელია, რომ თითქოს მაშინ ხდებოდა მძიმე რაღაცები, ყველაფერი დახურული დაკეტილი იყო, ერთი კაცის ხუშტურებზე იყო ყველაფერი, ერთი კაცი მართავდა ყველაფერს, სასამართლოს, პროკურატურას, ვიცით ყველამ რა ხდებოდა და გვარამიაც თანამონაწილე იყო. გვახსოვს ჩვენ კადრები პატარკაციშვილის წინააღმდეგ, სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ რას აკეთებდნენ და რა განცხადებები იყო, ფილმები აქვთ ამაზე და გვარწმუნებდნენ, რომ ვიღაცები ვიღაცების აგენტები იყვნენ, ამიტომ რთულია ამ ადამიანებმა მოიპოვონ საზოგადოებაში მხარდაჭერა, იმიტომ, რომ შენი წარსული რაც გაქვს გაკეთებული ის ხომ არ გამქრალა?! ხომ არ ავიწყდება არავის ვინ იყვნენ, რას წარმოადგენდნენ, თუკი რაიმე ბოროტება უბედურება ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში მათი მმართველობის დროს, ისინი იყვნენ მთავარი შემოქმედი პირები და დღეს ფერი იცვალეს თუ რა ხდება?“ – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ