კახა კალაძე – გინება არავისთვის მოსაწონი არ არის, სხვათა შორის, არც იმ ქალების განცხადებები და ქმედებები

რა თქმა უნდა, გინება არავისთვის მოსაწონი არ არის – სხვათა შორის, არც იმ ქალების განცხადებები და ქმედებები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა, მდივანმა, მ განაცხადა, რითაც გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ს შეურაცხმყოფელ რეპლიკას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, არავისგან, ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ქმედებები მისაღები არ არის.
“ბექამ ამაზე უკვე ისაუბრა, რა თქმა უნდა, გინება არავისთვის მოსაწონი არ არის. სხვათა შორის, არც იმ ქალების განცხადებები და ქმედებები. გავიხსენოთ, თუნდაც იგივე ქალბატონი , როდესაც პარლამენტში იმყოფებოდა. თქვენ მოგეწონათ მათი ქმედებები? რაც მაშინ იკადრეს იმ ქალმა დეპუტატებმა? მაშინ, როდესაც ამ ქალებმა გააკეთეს ის სიბინძურე და იკადრეს ის რაც იკადრეს, მაშინაც უნდა გამოსულიყავით და დაგესვათ შეკითხვები, არ უნდა ყოფილიყო მოსაწონი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავისგან, ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ქმედებები მისაღები არ არის”, – განაცხადა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი გამოდიოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ დაუშვილი – ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება – რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ „ნაცებამდე“, არ გამოვა