ტარიელ ხარხელაური: სირცხვილი არის! ეს მიწა მქონდეს… და, ცრემლით ვწერდე სისხლიან დრამას

… და წუთისოფლის სისხლიან დრამის
სიუჟეტს თეთრი მთვარე მახსენებს,
ზოგჯერ მთლიანად ვიწუნებ ამინდს –
როცა დაფქული ფილტვით მახველებს.
მივდევ თავდახრით საფლავთა მწკრივებს,
სივრცეთა მანძილს მიზღუდავს თვალი,
და როგორც მაშინ, დიდი ხნის წინათ,
მაფენენ ჩრდილებს ხეები ალვის.
ვისვენებ… სველ და ხავსიან ლოდებს,
და თეთრ გვირილებს ცრემლებით ვნამავ,
სირცხვილი არის! ეს მიწა მქონდეს…
და, ცრემლით ვწერდე სისხლიან დრამას.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს