ბენიამინ ნეთანიაჰუ – თუ საჭირო იქნება ფრჩხილებითაც კი ვიბრძოლებთ, მაგრამ ფრჩხილებზე ბევრად მეტი გვაქვს

ს პრემიერ-მინისტრი, ირწმუნება, რომ თუ საჭირო გახდება, მისი ქვეყანა მარტო, ფრჩხილებითაც კი შეებრძოლება მტერს.
„თუ მარტო დგომა მოგვიწევს, მარტო დავრჩებით. თუ დაგვჭირდება, ფრჩხილებით ვიბრძოლებთ, მაგრამ ჩვენ ფრჩხილებზე ბევრად მეტი გვაქვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მან 1948 წლის ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ისრაელს იარაღი არ ჰქონდა, მაინც გაიმარჯვა.
„დამოუკიდებლობისთვის ომში, 76 წლის წინ, ჩვენ ცოტანი ვიყავით ბევრის წინააღმდეგ, ჩვენ არ გვქონდა იარაღი, ისრაელს იარაღზე ემბარგოც კი ჰქონდა დაწესებული, სულისკვეთებით, გმირობითა და ჩვენ შორის ერთიანობით – ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ახლა ისრაელი ბევრად უფრო გაძლიერდა და გაერთიანდა თავისი მტრების დამარცხების სურვილში.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს